“აქციას აკლია თუ არა [პოლიტიკური ტრიბუნა] ეს რთული სათქმელია, რომ აკლდეს ეს ხალხი მივიდოდა და იქ იქნებოდა, უბრალოდ აქციაზე გამოსასვლელი პირი პოლიტიკოსებს არ აქვთ და ეს უნდა ვთქვათ. 120 ათასიან აქციაზე მიხვიდე, იქიდან კომენტარები აკეთო და მერე, როცა აქცია იშლება, მიდგე და “სირცხვილიას” კრიტიკა დაიწყო, ჩემი აზრით, არის ძალიან უზნეო საქციელი, ყველაზე მეტად ეს არ მომწონს, რასაც ახლა ვუყურებ. იქ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაცვით დადიან, რომ ვინმემ რამე არ უთხრას და მიკროფონთან ვერ ადიან, სანამ ლეგიტიმაცია ვერ გექნება მაგდენი, ვერ იქნები მაგ პროცესებში. [..] ვინმემ ვინმეს დაუშალა დინამიკების  ქირაობა? ყოველ დღე გააკეთონ აქცია. “სირცხვილიას” გაკეთებული აქციის მერე კრიტიკა ძალიან არ მომწონს. წინა დღეებში ეთერებში დადის ყველა, თქვი საკუთარი პოზიცია. სინამდვილეში ყველას გვესმის მარტივად რა ხდებოდა ამ პროცესში.  როცა მოდის აქციაზე 120 000 კაცი არის ერთი გადაწყვეტა, ერთი, რომ დღესვე რაღაცა წყდება, ენდგეიმია და ეს ყველას გვესმის რა არის, ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი ან პარლამენტში შედიხარ ან პიკეტირებას ახდენ რომ სისტემას აგდებ და უარყოფ. ამის ერთი ადგილი იყო თუ არა? ამაზე ლაპარაკიც სრცხვენოდა ხალხს ეთერებში ვერ საუბრობენ, პირად საუბრებშიც ვერ ახსენებენ ამ სიტყვას და ახლა “სირცხვილიამ”  ის გააკეთოს რაზეც პოლიტიკოსებს საუბარიც რცხვენიათ არ მგონია ეს მოვთხოვოთ. მეორე იყო ის თუ როგორი იყოს პერმანენტული და როგორი იყოს პროცესის ნაწილში მე ამ მხრივ უფრო დამაკლდა და პირველრიგში ჩემი მოთხოვნა იქნებოდა ხელახალი არჩევნები რომელიც უნდა იყოს ფუნდამენტური მოთხოვნა, ის ეროვნული შეთანხმების მთავრობა, ვერც ვერავინ ვერ ავხსენით, ძალიან გაუგებარი ბუტაფორიაა ჩემი აზრით და  ხელახალი არჩევნები არის ძალიან მარტივად გასაგები.”

ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.