აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დავით გუნაშვილს – 7

Screenshot

21 აპრილს რუსთაველის გამზირზე  დაკავებულ  ლევან ზაზაძეს 12-დღიანი,  დავით გუნაშვილს კი 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზაზაძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა აქტივისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 21 აპრილს დააკავა. აქცია დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც წინა ღამეს, გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე დააკავეს.