გუშინ, 2 თებერვალს რთულ ბილისი მოლთან დაკავებული და დაშავებული 5 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ოთხ მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს.
“გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სულ შემოყვანილია 5 დაშვებული. ძირითადად მათ აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმები., ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები, გამკვლევები და 4 პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთი პაციენტი უარით გაეწერა. ამ ეტაპზე 4 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. [პაციენტს, რომელიც გაეწერა] გასინჯვით თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ მგონი, სხვა კლინიკაში წაიყვანეს” – თქვა დალაქიშვილმა “ფორმულასთან”
კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარშია მოთავსებული, მეორე პაციენტი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.