რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაზა ერთ-ერთი მომიტინგე, ბირიაშვილი მძიმედ დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. გამოცემა “პუბლიკას” მისმა ცოლმა მაია გორგოშიძემ განუცხადა, რომ მამაკაცს მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები.მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.
“თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ, აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში”, – ამბობს მაია გორგოშიძე.