აქციებზე 500-კაციანი ძალადობრივი დაჯგუფება პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებდა და პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა. რა თქმა უნდა, მათ განეიტრალებას შესაბამისი ზომების მიღება სჭირდებოდა. მათ შორის, შესაბამისი ადამიანების დაკავება. უმეტესობა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, სისხლის სამართლის საქმე კი, დაახლოებით, 30 პირზეა აძღრული. ამ ძალადობრივი ქმედებების დროს უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. იყო უხეში სისტემური ძალადობა.

ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროპორციული ძალა დაუპირისპირა. ეს იყო საერთო სურათი. რა თქმა უნდა, ინციდენტები და გადაცდომებიც იყო, მაგრამ არსებითად, შსს უხეში სისტემური ძალადობის წინააღმდეგ პროპორციულად მოქმედებდა. ამის განეიტრალება მარტივი არ იყო. როცა 500-კაციანი ორგანიზებული, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფება პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებდა, ამას ზომების მიღება სჭირდებოდა და შსს-მ სწორედ ეს ზომები მიიღო. ასეთ დროს, ადამიანების დაშავებას თავიდან ვერ აირიდებ. სამწუხაროდ, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ასევე აქციის მონაწილეები. თითოეულ დაშავებულ ადამიანზე პასუხისმგებლობა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ეკისრება.

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.