თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა. ჯონასი გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება “უსამართლო და უკანონოა” და საქმეში მის წინააღმდეგ “არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ დევს”.
”დამნაშავე ვარ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის „კანონიერი“ მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში. 2000 ლარი ჯარიმა, მაგრამ მაინც ვიღიმით. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული სასამართლოები არ მოქმედებენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არ აკისრებენ პოლიციას პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენების გამო (რომ აღარაფერი ვთქვათ უკანონო ძალადობაზე, მაგრამ ჩვენ ეს უკვე ვიცოდით). წინ და წინ : კანონის უზენაესობისკენ, დემოკრატიის, სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და ევროპისკენ!” – წერს ფეისბუქზე ტედ ჯონასი