გაზაფხულის პროტესტისას, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქის, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 21 ნოემბერს, 16:30-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ის გადაიდო და პროცესი ხვალ, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.