ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე მთავრობის კანცელარიასთან საპოლიციო ძალები შეჰყავთ. ადგილზეა ბრონირებული ტექნიკა და სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა. დილით პარლამენტის შენობასთან აღმართეს რკინის ჯებირები.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი პროტესტი, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, იქნება მშვიდობიანი, თუმცა მწვავე.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ აქცია კანონის ფარგლებს გასცდება, მთავრობა “არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს” და იქნება “უკომპრომისო”.