აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს.
მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული სამართლადრღვევისთვის დააკავეს.
საპროტესტო აქციას დაკავებული ორი მოქალაქის რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ნათესავები მართავენ. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამართალდამცველებმა ისინი ბათუმში ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
რამდენიმე დღის წინ რეზო წულუკიძესა და ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წულუკიძეს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა კი ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.