სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ. მათი თქმით, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტუდენტებს უჭირთ სწავლის გადასახადის გადახდა, რის გამოც მათ სტუდენტის სტატუსს უჩერებენ და სწავლას ვეღარ აგრძელებენ. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ :
- განათლების მინისტრი დაინტერესდეს სტუდენტების პრობლემებით;
- სასწრაფოდ განიხილონ სტუდნეტების პეტიცია;
- სტუდენტებს მიეცეთ ფინანსური შეღავათები, რათა არ შეიჩერონ სტატუსი.
“სანამ მივმართავდით განათლების სამინისტროს, მივმართე ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ავუხსენი სიტუაცია, ავუხსენი ყველაფერი დეტალურად, რომ ის გადასახადი, რომელსაც ჩვენ ვიხდით არ არის მხოლოდ ლექტორების შრომის ასანაზღაურებელი თანხა და ეს არის ის ყველა სიკეთე, რომლითაც ჩვენ უნივერსიტეტს ვაფასებთ. სამწუხაროდ, ადმინისტრაციისგან პასუხი იყო, რომ ჩვენ, განათლების სამინისტროს გარეშე არაფერი არ შეგვიძლია”, – განაცხადა გიორგი კაციაშვილმა.