აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – უდუმაშვილი

“აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს”- „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილი განცხადებით, პარლამენტთან აქცია დაწყებულიც კი არ იყო, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

„რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან  სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს.