აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, იმიტომ რომ არ უნდა იყოს – ხოშტარია

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განმარტებით, თბილისში ოპოზიციის დაანონსებული აქცია 7 ნოემბერს არ გაიმართება.

“7-ში არ იქნება, მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტი. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა… გადაწყვეტილია, [აქცია] იქნება ნამდვილად, 6-ში, ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში, უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ რომ 7-ში არ უნდა იყოს…”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თბილისში დიდი აქცია კვირას გაიმართებოდა, რაც 7 ნოემბერია.