აქციზის გადასახადის გაუქმებით საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდება – ევროპული საქართველო

“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, რის შედეგადაც, მათი თქმით, ბენზინის ფასი 40 თეთრით შემცირდება.

„არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველა ოჯახის შემოსავალზე, აისახება ყველა პროდუქტის ფასზე. ეს არის საწვავის ფასი, რომელიც საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლის მიღმაა, გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როდესაც გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისა და კორუფციისთვის. ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი აწევს ყველა ქართულ ოჯახს.

მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია 40 თეთრით საწვავის ფასის შემცირება, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი“, – თქვა გიგა ბოკერიამ აქციაზე.

ცნობისთვის, საწვავის ღირებულებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 3 ლარს გადააჭარბა.