გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
“დღეს გერმანიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა 9 ადამიანს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა – მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა.
საქართველოში ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მოუწოდეს საქართველოს, შეცვალოს კურსი”, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.










![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




