პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის შეთანხმებული მოთხოვნა გააჟღერა. მათი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა ,,ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკან გაიწვიოს და აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლონ.
”ზუსტად 1 საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯი იქნება ეს, 1 საათში” აღნიშნა ვაშაძემ.