ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიონის ხეობის მცველების გადაწყვეტილება თბილისის პარალიზებასთან დაკავშირებით “გაუგონარი მესიჯი იყო”, რომელმაც საზოგადოებაში “მხარდაჭერა ვერ ჰპოვა”.
მისივე თქმით, აქციის უკან სერიოზული კომერციული და პოლიტიკური ინტერესები დგას.
“რაც შეეხება მართულს, ჩვენ ვიცით, რომ არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით. მაგ კითხვას ალბათ მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. როდესაც ასეთი ტიპის პროტესტია, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, რომ გაასაჯაროვებენ დაფინანსების წყაროებს.