ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში განაცხადა რომ ალასკაზე პუტინთან მოლაპარაკებებს უკრაინის მაგივრად არ აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ პუტინი „სერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშე“ დადგება თუ მშვიდობიანი დარეგულირებისადმი არ გამოხატავს ინტერესს.
„განიხილება, მაგრამ უკრაინას უნდა მივცე ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მგონი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები. აქ იმისთვის ვარ, რომ მაგიდასთან დავსვა“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ნატოს ფორმით არა, ვინაიდან არის რაღაცები, რაც არ მოხდება“.