“აქ უნდა ყოფილიყო პრემიერმინისტრის გამოსვლა” – მთავარმა არხმა კონფერენციაზე ღარიბაშვილის ნაცვლად შავი ეკრანი აჩვენა

“აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა” – მთავრმა არხმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს კადრი და ხმა გათიშა და შავი ეკრანი აჩვენა.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.