აქ შემთხვევით მოვხვდი, პაციენტი კონტაქტურია” – რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

“აქ შემთხვევით მოვხვდი, პაციენტი კონტაქტურია” –  ამის შესახებ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულებიდან, გამოსული ექიმი რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

”პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები, არის ნორმის ფარგლებში. მე დღეს მოვედი რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა… მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან… პაციენტი კონტაქტურია” – ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი გლდანის ციხესთან.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 1 საათის წინ გონება დაკარგა.