“აღარ არის თბილ სავარძლებში ჯდომის დრო” – უფროსმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი, რომელიც პროკურატურაში 10 წელია მუშაობს, თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში დამოკიდებულები მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება.

“10 წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან”,– წერს დათუკიშვილი Facebook–ზე.

ის ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ არსებობს კითხვის ნიშნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღარ არის დრო, რომ “თბილ სავარძლებში ვისხდეთ და მხოლოდ ხვალინდელი დღით ვიცხოვროთ”.

“ერთ–ერთი განმაპირობებელი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, როდესაც ამერიკა, ევროპა აქტიურად მოგიწოდებს, რომ შენ სასწრაფოდ ეს რეფორმები უნდა გაატარო, თუ არადა ჩვენს გზას აცდები…”,– ამბობს ის.

დათუკიშვილი აღნიშნავს, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, რომელიც ორიენტირებული იქნება ძალოვანი უწყებების რეფორმირებაზე.