ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ პარტიის გენერალური მდივანი აღარ იქნება.
„დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად. აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ“,-განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე ძალიან ცუდი იყო, ამიტომ საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება. ის ასევე პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს.