“ვფიქრობ, ჩემმა კოლეგა რასამ ძალიან მოკლე და ლაკონიური განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ზუსტად ის არის, რასაც კრემლი, პუტინი, ლავროვი ლაპარაკობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ისინი ამბობენ, რომ ნატოს გაფართოება ემუქრება რუსეთს და ამიტომ რუსეთი თავისი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ეს მოსკოვის პროპაგანდაა. მე აღარ მიკვირს ბატონ ღარიბაშვილის განცხადებები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ჰგავს მოსკოვის განცხადებებს”.
ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.