აღარ უნდა გავიმეოროთ, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა – ღარიბაშვილი

“აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა” – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის საარჩევნო შეკრებაზე.

„ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ძალიან კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები – სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები – ახალაია, მერაბიშვილი უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები.

სააკაშვილის ერთ-ერთი ჯალათი, მეგის ქარდავა რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. პირველ ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს, ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნით, კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ ციხეში. ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართმლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას.”- აცხადებს კუჭავა.