ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღდგომის აღნიშვნა წელსაც, გასული წლის მსგავსად, “მოკრძალებულად მოგვიწევს”. ამის შესახებ, ტიკარაძემ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
“წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ, ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.