დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, კომენდატის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიას ტაძრებში დაესწროს.
კეკელია ამბობს, რომ მრევლი 21:00 საათამდე მივა ეკლესიაში, გადანაწილდება ტაძარში მონიშნულ ადგილებზე და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.
,,ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?,” – აცხადებს დეკანოზი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ე.წ. კომენდანტის საათი 21 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება, რა დროსაც მოქალაქეებს სახლის გარეთ გადაადგილების უფლება არ აქვთ.
მთავრობის წევრების განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდეს სააღდგომო დღესასწაული.