საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის რიგებში. ამრიგად, აღიარებულია თქვენი წვლილი დემოკრატიისა და საფრანგეთსა და საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისში ფრანგული სკოლის შექმნა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
საფრანგეთის მთავრობის განმარტებით, წელს ეს ჯილდო იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებმაც “კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს”.
აქამდე ეს ტიტული მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევას, მონიკა ბელუჩის, ელტონ ჯონს და სხვებს.ორდენით დაჯილდოვდა ასევე რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა.