ასოცირებული ტრიო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ მოუწოდებს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს მათი ევროპული პერსპექტივა.
“მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა”, – ნათქვამია 3 ქვეყნის მეთაურის განცხადებაში.
ასოცირებულმა ტრიამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, იმუშავონ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რადგან, მათი განმარტებით, ამას მათი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს.