ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დათანხმდება მმართველი გუნდი “ეროვნულ შერიგებაზე” საუბარს. მისივე თქმით, ენმ-ს პოლიტიკოსებმა “დანაშაულები უნდა აღიარონ”, შემდეგ კი გავიდნენ პოლიტიკიდან.
“ვიტყვი ჩემეულ ფორმულას შერიგებასთან დაკავშირებით – ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა დანაშაული, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის, ტერიტორიების დათმობის, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით.
ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, უნდა აღიარონ. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი არ იქნება.
თუ ვინმე მოახერხებს, რომ ნაცმოძრაობამ შეცვალოს თავისი რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა არის წარმატებული. მე არ მგონია, რომ ამის შემძლე ვინმე იყოს”,– ამბობს კობახიძე.