“რიონის ხეობის მცველები” რომლებიც დღეს, 14:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები, ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად, ახალ მოთხოვნას აჟღერებენ. ისინი ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის მშენებლობის კონტრაქტისთვის, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
“აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში”,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.