აღმაშენებელზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილია – ნიკა მელია

აღმაშენებელზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილია – ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

პაველ კოპილკოვი პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა, მოათავსა მცხეთის იზოლატორში და რამდენიმე საათშივე გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო. პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში. […]ის არის სპონსორი ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტიონი პუტის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო დასავლური სანქციები. კოპილკოვი ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. აი, ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში და აცხოვრებს თბილისში.”- განაცხადა ენმ-ს თავმჯრომარემ, ნიკა მელიამ.