“ეს ყველაფერი დაემთხვა მინი სესიას. მოხდა საშინელი მკველელობა და მე მაშინვე მივმართე ევროპარლამენტს, რომ როგორც გადაუდებელი და სასწრაფო საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში, მართლაც აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ და თანაც იმ დროს, როდესაც ევროკავშირი განიხილავდა კანდიდატის სტატუსის თემას.[…] “ჩემი აზრით, აქ საკითხების ძალიან მნიშვნელოვანი კომბინაციაა, ყველა მათგანი ძალიან საჭიროა. როდესაც ასეთი აგრესიული გარემოა შემნილი რუსეთისა და სხვა ავტოკრატიების მიერ, როდესაც არის ასეთი კიბერშეტევები, ყველაზე კარგი იარაღი არის ებრძოლო დეზინფორმაციას. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მონოპოლიები და ოლიგარქია ხელს უშლის, აფერხებს ქვეყნის მდგრად განვითარებას, ისევე როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად. სწორედ ამიტომ, მე მოგიწოდებთ გადადგათ ეს ნაბიჯები, რადგან ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს პოზიტიური გავლენა მოჰყვა. ასევე, მნიშვნელოვანია დანარჩენი ყველა სხვა პუნქტი, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ”.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.