აღმზრდელს ცემაში 7 წლის ბავშვი შემოაკვდა – პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, რომელმაც იქ 15 წელი გაატარა, აცხადებს, რომ პანიონში აღმზრდელ ბავშვი ცემისას შემოაკვდა.

მისი თქმით, ადგილზე პოლიცია არ მისულა და ფაქტი გაუხსნელი დარჩა.

“ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ეტყობა როგორ შემოაკვდა ხელში. ბავშვი მოკვდა, მე რომ ვიყავი დაახლოეიბ 10-11 წლის. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პლიონკა და წაიყვანეს”, – ამბობს პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი “ფორმულასთან” ინტერვიუში.