”აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს:
“ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში”. – წერია დოკუმენტში.
დეპუტატებმა 220-მდე ცვლილების ინიციატივა წარადგინეს – მასში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.
დოკუმენტს კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გაიტანენ.