აღმოსავლეთში რუსები, სავარაუდოდ, უკრაინელების ალყაში მოქცევას ცდილობენ – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, “რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ ალყა შემოარტყან ძლიერად გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებს უკრაინის აღმოსავლეთში”.

“გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი კრემინა დაეცა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის სამხრეთით – რუსული ძალები წინსვლას ცდილობენ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქ სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ”,– წერია დაზვერვის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინული ძალები ემზადებოდნენ თავდაცვისთვის ზაპორიჟჟიეში სამხრეთიდან რუსეთის პოტენციური თავდასხმისთვის გამო.