დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება, რადგან რუსეთი აგრძელებს იქ თავისი ძალების ფოკუსირებას.
„რუსული თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონში, ასევე განახლებულია შეტევა კრამატორსკიზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის ინფორმციით, რუსული ძალები აგრძელებენ ბელარუსიდან უკრაინაში შესვლას, რათა განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.