ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახლა მუშაობენ, რათა გამოიხსნან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისუფლება დონეცკსა და ლუჰანსკში აღუკვეთეს.
“ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია დონეცკსა და ლუგანსკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის თავისუფლების აღკვეთით. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პერსონალის გათავისუფლება”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
The OSCE is extremely concerned that a number of @OSCE_SMM national mission members have been deprived of their liberty in Donetsk and Luhansk and is using all available channels to facilitate their release.
— OSCE (@OSCE) April 23, 2022