პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად “გადააგდეს”.
“აღმოჩნდა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლები მეტწილად მოატყუეს, გადააგდეს რა. რა დავინახეთ: ჩემი პარტიით რომ დავიწყოთ, ჩვენ ვიყავით გირჩში 4 ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ლიდერი, ჯაფარა, რომელიც პირდაპირ ასოცირდებოდა ჩემთან, გირჩთან. არჩევნების შემდეგ მესიჯთ რომ ვიგებ იმ დონეზე, წავიდა ეს ადამიანი. ახლა მაინტერესებს, მე ლეგიტიმაცია მაქვს ამ პარლამენტში რომ ვიჯდე?!
როდესაც ქართული ოცნების ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიოდნენ იცოდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო ხოლო, სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია. ნაციონალურ მოძრაობას პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავდა, პარტიის თავმჯდომარედ კი გრიგოლ ვაშაძე, რომლებიც გაქრნენ. ევროპული საქართველოს ამომრჩევლებს ზოგს გიგა ბოკერია, ზოგს უგულავა, ზოგს კი ელენე ხოშტარია მოსწონდა და პარლამენტში სულ სხვა ხალხი მოხვდა. პატრიოტთა ალიანსი – ამ სახელით პარლამენტში შევიდა, იქ კი ევროპელი სოციალისტები მოგვევლინნენ”– ამბობს მეგრელიშვილი POSTV–ის ეთერში.