აშშ აცხადებს, რომ ჩამოაგდეს რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში მათი სამხედრო გემის წინააღმდეგ იყო გაშვებული – ინფორმაცას, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
სარდლობა აცხადებს, რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა” გაუშვეს, ის ჰუდიდას სანაპიროს მიდამოებში ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა.
“გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა”. – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ დაზიანებები არ დაფიქსირებულა.