23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს.

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუსაბამოა ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებთან. მაშინ, როცა ჩვენ ამ ქმედებების გამო საქართველოს მთავრობისთვის ჩვენს დახმარებას ვაჩერებთ, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების დახმარებას, რომელსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით სარგებელი ქართველი ხალხისთვის მოაქვს.

ჩვენს ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი მეგობრობისა და პარტნიორობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ [საქართველოს] დახმარებისთვის $6.2 მილიარდი გამოყო, [რითაც] საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში შეიტანა წვლილი. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, და მომზადდნენ მასწავლებლები, სახელმწიფო მოხელეები და სამედიცინო პროფესიონალები. ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული ვრჩებით.

ნათქვამია ამის შესახებ,  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გავრცელებულ განაცხადებაში.