“სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ მკაფიო. ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მომავალი. თუმცა როგორც ვიცით, არის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს. ასე რომ ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დელეგაციას ამ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს შეერთებული შტატების სენატში ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანას აქვს. ეს რეფორმებია ის, რაზეც ევროკავშირმა ისაუბრა რამდენიმე კვირის წინ: დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და პრესა, ინკლუზიური მონაწილეობა დემოკრატიაში,”
განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარემ, ჯინ შაჰინმა.