ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,აშშ განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ საგანგებო ვითარებაში.
„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში, აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების, მოკავშირეებისა და პარტნიორების დასაცავად“,- განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი ამოცანაა ბირთვული თავდასხმაზე უარი ათქმევინოს და ამ მხრივ შეაკავოს სხვა სახელმწიფოები, ვისაც მსგავსი იარაღი აქვს.