შესაძლოა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები მიყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აშშ გეგმავს უკრაინას ოთხი შეტევითი დრონი MQ-1C Gray Eagle-ი მიყიდოს.
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და არც კონგრესს უმსჯელია ამასთან დაკავშირებით. წყარო Reuter-თან აცხადებს, არსებობს რისკი ბოლო წუთს ყველაფერი შეიცვალოს რადგან გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს პოლიტიკამ. შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ დრონების მიყიდვა კონგრესმა დაბლოკოს.
Grey eagle-ი არის არის მოწინავე ამერიკული უპულოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ჰაერში 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს, შესაბამისად დამრტყმელ დრონს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია უკრაინისთვის.
მისი აღჭურვა შესაძლებელია რვა Hellfire ტიპის რაკეტით, რაც ბევრად აღემატება თურქული Bayraktar-TB2-ის შესაძლებლობებს.