“აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაწესდა სანქციები! შეცდომა არ დაშვებულა ” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ.
“მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ იქნა დაშვებული, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს, კორუფციული საქმიანობისთვის. ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, შეგროვდა ინფორმაცია, რომელთა უმეტესობა საჯარო და ხელმისაწვდომია. შემდეგ გაემგზავრა სახელმწიფო მდივანს, მან კი მხარი დაუჭირა ამ სანქციებს, რადგან დარწმუნებული ვართ მის საფუძვლებში”, – თქვა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩმა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საპარლამენტო საქმიანობის მნიშვნელობაც შეახსენა.
“შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე ქართველი ხალხისთვის პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის შექმნილი ეს ინსტიტუტი. არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია”, – განაცხადა ელჩმა.