აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების გეგმაზე მუშაობს – ო’ბრაიენი

“აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების გეგმაზე მუშაობს” –  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მოსმენაზე ისაუბრა.

“ევროკომისიის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრას აპირებს აშშ-სა და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებას. ეს საკითხი პრემიერმინისტრს ფაშინიანთან რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ და ახლა შესაბამისი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ. სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის კუთხით შეთავაზება, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ამაში დავეხმაროთ”. – განაცხადა ო’ბრაიენმა.