აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს ევროკავშირში წყარომ ასევე დაუდასტურა რომ რუსეთის სტატუსის შესახებ განხილვები დაწყებულია.
„ინდონეზიისთვის საკმაოდ მკაფიო გახდა, რომ რუსეთის მონაწილეობა დაგეგმილ მინისტერიალის შეხვედრებზე ევროპული ქვეყნებისთვის პრობლემური იქნება.“ – ეუბნება წყარო Reuters-ს.
„იყო განხილვები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთი დიდი ოცეულის ნაწილი იყოს. თუ რუსეთი დარჩება წევრად, ეს ორგანიზაცია ნაკლებად გამოსადეგი გახდება“ – ამბობს Reuters-თან წყარო G7-დან.
გამოცემის ინფორმაციით, გუშინ პოლონეთმა აშშ-ს დიდ ოცეულში რუსეთის ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც ამერიკისგან „პოზიტიური გამოხმაურება“ მიიღო.