აშშ და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

U.S. President Joe Biden and his South Korean counterpart Yoon Suk-youl leave after a joint news conference at the People's House in Seoul, South Korea, May 21, 2022. REUTERS/Jonathan Ernst

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა აჩვენებს ქვეყნების მზაობას “ყველა საფრთხეს ერთად გაუმკლავდნენ”.

წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს.