ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ და NATO უკრაინაში გზავნის დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელიც მოიცავს საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
მისი განმარტებით, ამ სისტემებს აქვთ უფრო დაბალი სიმაღლის დიაპაზონი, ვიდრე S-300-ს, თუმცა, ის უკეთესია Stinger-ზე, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სისტემები ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან არის მოპოვებული და “გზაშია”.