”დასავლეთი ნამდვილად არ ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში… რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპირებას ახდენს. რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება. მე ვიცი ეს, მე მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკის და მომდიოდა დაზვერვის მონაცემები. ვიცოდი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ საქართველოსთვის – მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა. ჩვენ არ გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა.”
განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის საპასუხოდ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.