აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა იმართება

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც. შეხვედრაზე ქართული ოცნებიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მივიდა.

შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს.

ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.