აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გაიკეთა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, რათა ამერიკელი ხალხი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში დაერწმუნებინა. ასევე პირდაპირ ეთერში გაიკეთეს ვაქცინა მაიკ პენსის ცოლმა და ქირურგმაც.

თეთრი სახლის განმარტებით, საჯარო ვაქცინაციის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მიმართ ამერიკელი ხალხის ნდობის გაზრდაა.